"ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივით, ცვლილება კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტში უნდა შევიდეს. ცვლილება ითვალისწინებს, რომ ~პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, აგრეთვე 21 წელს მიღწეული პირი, რომელიც დაბადებულია და ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა".
თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ შეიცვალოს "ბოლო ათი" წლის ნორმა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდეს პირს, რომელიც არა მხოლოდ ბოლო ათი წელი, არამედ, ათი წელი მაინც უცხოვრია საქართველოში.
რაც შეეხება კონსტიტუციის კიდევ ერთ მუხლს, რომელიც ასევე შეიცველება,
ეს არის 29-ე მუხლი, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ერთი თვის განმავლობაში, საჯარო განხილვები მოეწყობა. როგორც პავლე კუბლაშვილი ამბობს, საზოგადოებას მაქსიმალურ ინფორმაციას მიაწვდიან იმაზე, თუ რა ცვლილებეი შედის, რა უფლებებზეა საუბარი, ვის ენიჭება ეს უფლებები, ვის შეუძლია მიიღოს მოანწილეობა არჩევნებში და ა.შ.