საქართველოს რამდენიმე რეგიონში წყალდიდობას ელიან. თოვლის დნობის გამო მდინარეების ადიდება უკვე დაიწყო აჭარისა და გურიის რეგიონში.
სინოპტიკოსების თქმით, წყალდიდობასთან ერთად, ზოგიერთ რეგიონში ძლიერი წვიმაც არის მოსალოდნელი.
,,საქართველოს ძირითადი მდინარეების აუზებში, თოვლის საფარი და მასში წყლიანობის შემცველობა არის მაღალი, ნორმის ფარგლებში და მასზე მარალი, მაგრამ ძირითადად გამოვლინდა, რომ გურია_აჭარის მდინარეებში არის ნორმაზე საკმაოდ დიდი", _ განაცხადა ჰიდროპროგნოზირების მიმართულები უფროსმა ქეთევან წიკლაურმა.