სარემონტო სამუშაოს გამო, დღეს, 6 აპრილს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება ფხოვის, ბარათაშვილის, პუშკინის, ნაკაშიძის, ხაზინის, ვეკუას, ვაჩნაძის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ვაკის რაიონის ნაწილსაც. შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.