საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია მოქალაქეობის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" კანონპროექტზე მსჯელობას დღეიდან, 6 აპრილიდან დაიწყებს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხდა.
მისი თქმით, იურიდიულ კომიტეტში შევიდა "ქრისტიან-დემოკრატების" წინადადება კონსტიტუციაში ცვლილებების განხილვასთან დაკავშირებით ახალი ჩანაწერის გაკეთების მიზნით, რომელიც ითვალსიწინებს - საარჩევნო უფლებების მინიჭებას იმ პირთათვის, ვინც დაბადებულია საქართველოში, 10 წელია ცხოვრობს საქართველოში და არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე.
"საკონსტიტუციო კომისია იწყებს ამ საკითხზე მსჯელობას. ვფიქრობ, ამ წინადადებით დასრულდება ყოველგვარი სპეკულაციები სამართლებლივ პროცედურებთან დაკავშირებნით და იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას ეზღუდება უფლება მოანწილეობა მიიღოს არჩევნებში, იყოს თავისი სიის პირველი ნომერი, ან იყოს წარდგენილი ამა თუ იმ მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი კანდიდატი და ა.შ.. ეს უფლება იქნება გარანტირებული ყველა პირისთვის, ვინც დაბადებულია საქართველპოში, ცხოვრობს საქართველოში და ვინც არის ევროკავშირის სახელმწიფოს მოქალაქე", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
რაც შეეხება ცვლილებების განხილვის ვადებს, კუბლაშვილის განმარტებით, კომისია 6 აპრილიდან დაიწყებს მსჯელობას და მას აქვს ერთთვიანი ვადა. დეპუტატი ვარაუდობს, რომ განხილვები მაისამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც საბოლოო ფრომულირებები ჩამოყალიბდება და წარდგენილი იქნება პარლამენტში.
საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი "ქრისტიან-დემოკრატებმა" გუშინ წარადგინეს.