ხვალ, 6 აპრილს, თბილისში, სასტუმრო Holiday Inn-ში პირველი ქართულ- უკრაინული მრგვალი მაგიდა გაიმართება, რომლის თემაც "კორპორატიული და საგადასახადო რეფორმები: კანონმდებლობა, პრაქტიკული გამოცდილება" იქნება.
მრგვალი მაგიდის ფორმატში, საქართველოს და უკრაინის წამყვანი იურიდიული ფირმის წარმომადგენლები და ბიზნესმენები შეხვედრებს გამართავენ და გატარებულ რეფორმებზე, ახლად მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრებენ.
შეხვედრაზე განხილული იქნება საკითხები: უკრაინაში საგადასახადო სისტემისა და საქართველოში მიმდინარე საგადასახადო რეფორმის შესახებ.