რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი მარკოვი ქართველ დამკვირვებლებს "ბოევიკებს" უწოდებს.
"მე არ მეხება ქართველი დამკვირვებლების საკითხი, თუმცა ზოგიერთ პოლიტიკურ და საექსპერტო წრეში არსებობს მოსაზრება, რომ ისინი აქ ფალსიფიკაციის მიზნით არიან ჩამოსულები, რათა გავლენა იქონიონ არჩევნების შედეგებზე", - განუცხადა ჟურნალისტებს ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემაზე კომენტირებისას მარკოვმა.
მისივე შეფასებით, ქართული დელეგაციის წევრები "დესანტები" და "ბოევიკები" არიან.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს სერგეი მარკოვი დამკვირვებლის სტატუსით ესწრება.