პოლიტიკურ პარტიას "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა" მიუღებლად მიაჩნია მმართველი გუნდის დამოკიდებულება საქართველოს კონსტიტუციის მიმართ და მოუწოდებს ხელისუფლებას, პატივი სცეს ქვეყნის კანონმდებლობას.
"სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა" მიუღებლად მიიჩნევს მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ქვეყნის კონსტიტუციის მიმართ და დემოკრატიული პრინციპების გზას აცდენილ ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს კანონებს, საერთაშორისო სამართალს, ქვეყნის მოსახლეობის პოზიციას და თავი დაანებოს საკუთარი, ვიწრო პარტიული და პოლიტიკური მიზნებისთვის სახელმწიფო სტრუქტურების უკანონო გამოყენებას", _ ნათქვამია განცხადებაში.
პატია "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა" "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ინიციატივას აფასებს, როგორც "ნაცმოძრაობის" ინიციატივას.
"ამ ინიციატივის გასახმაურებლად მათ გამბედაობა არ ეყოთ და თარგამაძეს გააჟღერებინეს", _ ნათქვამია განცხადებაში.
მათი თქმით, მთელი პასუხისმგებლობა მოცემულ სიტუაციაში ხელისუფლებას ეკისრება.
"ხელისუფლება ვალდებულია, იყოს კონსტიტუციის და კანონიერების გარანტი და უშუალოდ მას ეკისრება მთელი პასუხისმგებლობა ჩადენილ უკანონო ქმედებებზე", _ აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ: გიორგი თარგამაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღსადგენად, სასურველი იქნება, თუ კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება.
ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო აღნიშნული ინიციატივის განხილვას პარლამეტში 6 აპრილიდან დაიწყებს.