უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ქართველი დამკვირვებლების საკითხს "პროვოკაციას" უწოდებს.
როგორც იუშჩენკომ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გარკვეული პოლიტიკური ძალები ამ საკითხით მანიპულირებას ცდილობენ.
"ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებით ბევრი ტყული და ცინიზმი გავრცელდა. სამწუხაროდ, პოლიტიკოსების უმეტესობა მათ 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების არაკორექტულ გარემოებებად მიიჩნევს. საქართველოს და ჩვენს საყვარელ ქართველ ხალხს მანიპულაციის მიზნით იყენებენ. ეს მეტყველებს იმაზე, ვინ ვინაა ჩვენი ლიდერებიდან და რა შეგრძნებებით მოქმედებენ ისინი", - განაცხადა იუჩშენკომ.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტობის სამივე წამყვანმა კანდიდატმა:Lვიქტორ იუშჩენკომ, იულია ტიმოშენკომ და ვიქტორ იანუკოვიჩმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს.