ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციამ ორდღიანი გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა ქ.სიღნაღში. 2012-2014 წლებზე გათვლილი სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავების პროცესში ჩართულები იყვნენ ცესკოს თავმჯდომარე, წევრები, დეპარტამენტების და განყოფილებების უფროსები, ასევე IFES-ის (საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი) ექსპერტი შალვა ცხაკაია და დამოუკიდებელი ექსპერტი ეკატერინე სირაძე-დელონე. IFES-ის ექსპერტმა ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესებას გაუწია ფასილიტაცია, ხოლო ეკატერინე სირაძე-დელონემ - ამომრჩეველთა ინფორმირების და დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობის საკითხებს.
სამოქმედო გეგმის პროექტი ცესკოს 2012-2015 წლებზე გაწერილი სტრატეგიული გეგმის საფუძველზე შემუშავდა. მონაწილეებმა განიხილეს როგორც მართვის გაუმჯობესების, ისე ადამიანური რესურსების განვითარების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების გზები. ისაუბრეს ტექნოლოგიურ განვითარებაზე, დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიულ ურთიერთობებზე, ამომრჩეველთა ინფორმირების საუკეთესო გზებზე.
შეხვედრას მრავალპარტიული დემოკრატიისთვის ნიდერლანდების ინსტიტუტმა გაუწია (NIMD, წარმომადგენლობა საქართველოში) ოგრანიზება.