7 აპრილს აღინიშნება ოშკის საკათედრო ტაძრის კურთხევის 1049 წლისთავი. სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებაში დაგეგმილია ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები - კონფერენციები, გამოფენები, საჯარო ლექციები.
7 აპრილს, 16:00 საათზე, თსუ-ის I კორპუსში, # 115 აუდიტორიაში, ტარდება თსუ-ის ასისტენტ-პროფესორ გიორგი დვალაშვილის საჯარო ლექცია "ტაო-კლარჯეთის ბუნება და გეოეკოლოგიური თავისებურებანი". ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი.
ლექციაზე საუბარი იქნება თურქეთის 2 გეოგრაფიულის რეგიონის (შავი ზღვის და აღმოსავლეთ ანატოლია) 3 პროვინციის: არტაანის, ერზერუმის და ართვინის პროვინციის გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ბუნებრივ პირობებზე, თანამედროვე გეოეკოლოგიურ მდგომარეობაზე და რეგიონში მიწისძვრების გავრცელების (1791 წელს ოშკის ტაძართან ახლოს მოხდა ძლიერი მიწისძვრა (დაახლოებით 9 ბალიანი), რამაც უზარმაზარი კლდეზვავი გამოიწვია, წარმოქმნა თორთუმის ტბა და 52 მ. ჩანჩქერი) კანონზომიერებაზე.