"ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ლიდერმა მმართველ გუნდს საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა.
"მე უკვე გადავუგზავნე ეს ინიციატივა იურიდიულ კომიტეტსა და შესაბამის სახელმწიფო კომისიას. ეს წინადადება ითვალისწინებს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მეორე პუნქტში შემდეგი ცვლილებების შეტანას, რომლის თანახმად, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც დაბადებულია და ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრის სახელმწიფოს მოქალაქეობა", _ განაცხადა ჟურნალისტებთან გიორგი თარგამაძემ.
მისი თქმით, ივანიშვილის გარემოცვის წევრთაგან ზოგს მხოლოდ მისი ფული აინტერესებს.
"თავად ივანიშვილის გარშემო არიან ადამიანები, რომელთაც უფრო მეტად აინტერესებთ მისი სახელი, ავტორიტეტი, რომელიც აქვს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში და ფული", _ განაცხადა თარგამაძემ.
შეგახსენებთ: თარგამაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღსადგენად, სასურველი იქნება, თუ კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება.