6-იდან 8 აპრილამდე საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე გაიხსნება მე-14 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა და საქმიანი ტურიზმის, შეხვედრებისა და კონფერენციების პირველი საერთაშორისო გამოფენა.
გამოფენის ორგანიზატორია გამოფენების ცენტრი "ექსპო ჯორჯია". გამოფენა ტარდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, თბილისის მერიისა და USAID-ის პროექტის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) მხარდაჭერით.
გამოფენის პარალელურად, დაგეგმილია ამ დარგის პროფესიონალთათვის სხვადასხვა ღონისძიება.
გამოფენის ოფიციალურ გახსნას დაესწრებიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია, თბილისის მერი გიგი უგულავა და სხვა ოფიციალური პირები.