სარემონტო სამუშაოების გამო 6 აპრილს 10 საათიდან 16 საათამდე კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ფხოვის, ბარათაშვილის, პუშკინის, ნაკაშიძის, ხაზინის, ვეკუას, ვაჩნაძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.