საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ,,ქრისტიან-დემოკრატების,, ინიციატივას, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას ითვალისწინებს.
როგორც უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ~ქრისტიან-დემოკრატების~ ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაში, მოქალაქეობის თემასთან დაკავშირებულ ყოველგვარ ინსინუაციებს, სპეკულაციებსა და პოლიტიკურ წიაღსვლებს საბოლოოდ დაესმევა წერტილი.
"ბიძინა ივანიშვილს ექნება სრული საშუალება, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, ექნება ყველა ის პოლიტიკური უფლება, რაც აქვს თითოეულ ჩვენთაგანს და მისი პოლიტიკური უფლებები არანაირად შეზღუდული არ იქნება~, - აღნიშნა გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ,,ქრისტიან-დემოკრატების ინივიატივა ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებას. კერძოდ, საუბარია კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც ქდმ-ს წინადადების გათვალისწინებით შემდეგნაირად უნდა ჩამოყალიბდეს: ~პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, აგრეთვე 21 წელს მიღწეული პირი, რომელიც დაბადებულია და ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა".
~ქრისტიან-დემოკრატების~ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ საკუთარი საკონსტიტუციო წინადადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტს და ასევე საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას უკვე გადაუგზავნა.