უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია ტიომიშენკომ ხმა დნეპროპეტროვსში, 26-ე ოლქის მე-2 საარჩევნო უბანზე მისცა.
ჟურნალისტებთან საუბარში ტიმოშენკომ განაცხადა, რომ იგი ბრწყინვალე ხასიათზეა.
"დღეს, ჩვენ მთელი ოჯახით, ჩემს გოგონასთან და მეუღლესთან ჩამოვედით ხმის მისაცემად იქ, სადაც ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გავატარეთ", - განაცხადა ტიმოშენკომ.
იგი დარწმუნებულია, რომ დღეს უკრაინელი ხალხი განსაზღვრავს თავისი სახელწმიფოს ბედს მომავალი ათწლეულებისთვის.
"მე დარწმუნებული ვარ, სწორედ დღეს იწყება უკრაინის ახალი გზა და მე მჯერა უკრაინის ნათელი მომავლის", - განმარტა მან.
დღის დარჩენილ ნაწილს ტიმოშენკო საკუთარ ოჯახთან ერთად გაატარებს. რაც შეეხება ნომერ 13-ს, რომლითაც მისი გვარი საარჩევნო ბიულეტენშია შეტანილი, ტიმოშენკო აცხადებს, რომ "ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს უკრაინას იყოს ბედნიერი".