მცხეთაში 67 წლის მამაკაცმა სხეულის 40-პროცენტიანი დამწვრობა მიიღო. მამაკაცი საკუთარ ვენახში მუშაობდა, როდესაც მას ზურგზე ცეცხლი წაეკიდა და შემდეგ მთელ სხეულზე მოედო.
დაზარალებულს დამწვარი აქვს ზურგი, გულმკერდი და კიდურები. ის ამ დრომდე მეხუთე რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.