სარემონტო სამუშაოს გამო, დღეს, 5 აპრილს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება პეტრიწის და დიმიტრი თავდადებულის ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.