საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია "გლობალ TV"-ის დღეს გამართულ პრესკონფერენციას ეხმიანება.
"უსაფუძვლოა კომპანია "გლობალ TV"-ის ბრალდებები, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კომისია ცდილობს "გლობალ TV"-ის ბაზრიდან გაძევებას, რის დასადასტურებლადაც კომისიის მიერ არხ "THT"-ის რეტრანსლაციისგან თავის შეკავების ფაქტი მოჰყავს.
განვმარტავთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არხ "THT"-ის რეტრანსლირებისგან თავის შეკავება, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ ყველა იმ პირს მოსთხოვა, რომელებიც საკუთარი საკაბელო ქსელით აღნიშნული არხის რეტრანსლირებას ახორციელებენ, რადგან კომისიაში "THT"-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების მართლზომიერების საკითხის შესწავლა მიმდინარეობს, ხოლო კომისიაში, თავად საკაბელო ოპერატორების, მათ შორის "გლობალTV"-ის მიერ, მიუხედავად კომისიის არაერთგზის კანონიერი მოთხოვნისა, დღემდე არ არის წარმოდგენილი ამ არხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად გავრცელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია", - აცხადებენ ისინი.
როგორც განცხადებშია აღნიშნული, კომისიაში შესულია შპს "მაგთიკომის" წერილი, რომლითაც კომპანია კომისიას ატყობინებს, რომ მისი მცდელობის მიუხედავად კომპანიამ არხ "THT"-ის რეტრანსლირების ნებართვა ვერ მოიპოვა, ვინაიდან მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არხ "THT"-ს საქართველოში მოღვაწე ავტორიზებულ პირებისათვის არ აქვს გადაცემული უფლება საკუთარი მაუწყებლობა გაავრცელონ საქართველოს ტერიტორიაზე; ამავე წერილით შპს "მაგთიკომი" კომისიისგან ითხოვს მონიტორინგის განხორციელებას თუ რამდენად მართლზომიერად აქვთ განთავსებული თავინთ ქსელში სხვა საკაბელო ოპერატორებს აღნიშნული სამაუწყევლო არხი.