ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პარლამენტმა" ე.წ. "სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ენების შესახებ" "საკონსტიტუციო კანონი" მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, კანონის ძალაში შესვლისთანავე ე.წ. საქმისწარმოება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ორ ენაზე იწარმოება - რუსულად და ოსურად.
"კანონი პირველი მოსმებით მიიღეს. დღევანდელ სხდომაზე პარლამენტმა ასევე დაადგინა სახელმწიფო პროგრამა ოსური ენის შენახვის, შესწავლისა და განვითარების შესახებ. პროგრამა ხუთ წელზეა გათვლილი", _ იუწყება კომიტეტი.