"პროკრედიტ ბანკი" კვლავ განაგრძობს ზრუნვას თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და მათი კომპეტენციის ამაღლებაზე.
ბანკის მენეჯმენტის ინფორმაციით, 2011 წელს ბანკმა მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო თანამშრომელთა გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაში. მაღალკვალიფიციური კადრები მნიშვნელოვან როლს თამაშობს კლიენტებისთვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევაში.
გაგრძელდა ჯგუფის მასშტაბით განხორციელებული თანამშრომელთა ტექნიკური ცოდნის ამაღლების ინიციატივა. 2011 წელს ყველა თანამშრომელმა გაიარა ფინანსური მათემატიკისა და ბუღალტერიის კურსი. საშუალო რგოლის მენეჯერებმა კი მენეჯმენტისა და ინგლისური ენის კურსები გაიარეს მაკედონიის რეგიონალურ აკადემიასა და პროკრედიტ აკადემიაში (გერმანია).
"მთლიანობაში, 2011 წელი პროკრედიტ ბანკი საქართველოსთვის მორიგი წარმატებული წელი იყო. ბანკმა მოახერხა საბანკო ბაზარზე ძლიერი პოზიციის შენარჩუნება და გააძლიერა ძალისხმევა ფიზიკური პირების და მისი ძირითადი მიზნობრივი ჯგუფის - ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ბიზნესის - სანდო, მარტივი და პასუხისმგებლიანი მომსახურების მიწოდების კუთხით.
ბანკმა მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო ფილიალების დიზაინსა და სარემონტო სამუშაოებში, ხოლო მომსახურების ეფექტურობის გასაზრდელად რამდენიმე პროექტი დანერგა; ამის შედეგად განახლებულ ფილიალებში მომსახურება კიდევ უფრო სწრაფი და მოსახერხებელი გახდა. პროფესიონალმა და ერთგულმა თანამშრომლებმა დიდი როლი შეასრულეს ახალი კლიენტების მოზიდვასა და ბანკის წარმატებული ბიზნეს-შედეგების მიღწევაში.
წარმატებული საქმიანობი დასტურია ბიზნეს კლიენტების გაზრდილი რაოდენობა; საერთო ბიზნეს შედეგები აჩვენებს იმ ნდობასა და დაფასებას, რომელიც მოსახლეობამ პროკრედიტ ბანკს მისი სანდო და მაღალხარისხიანი მომსახურების გამო გამოუცხადა.
მომავალ წლებში ბანკი ბაზარზე პოზიციის განმტკიცებას შეეცდება და კვლავ პასუხისმგებლიანი საუკეთესო მომსახურების გაწევას განაგრძობს თავისი კლიენტებისა და ზოგადად, მოსახლეობისთვის", - აცხადებს პროკრედიტ ბანკი საქართველოს გენერალური დირექტორი მაია მერედოვა.