საია წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის სამთვიან ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს სამსახურებიდან მოქალაქეთა პოლიტიკური ნიშნით დათხოვნასა და დათხოვნილთა კავშირზე პოლიტიკურ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ პოლიტიკურ სიბიექტებთან.
ახალგაზრდა იურისტები ანგარიშში კონკრეტულ პირებს ასახლებენ, რომლებიც პოლიტიკური მოტივით იქნენ სამსახურებიდან დათხოვნილნი. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული პედაგოგების გათავისუფლლების ფაქტებზე.
"პედაგოგების სამსახურიდან განთავისუფლების თითქმის ყველა შემთხვევაში განთავისუფლების ოფიციალურ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტი, შრომითი ხელშეკრულების მოშლა. თუმცა, როგორც განთავისუფლებული პედაგოგები აცხადებენ, განთავისუფლების რეალური მიზეზი მათი და მათი ახლობლების პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვა და ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისათვის მოქალაქეობის მინიჭების მიზნით ხელმოწერების შეგროვება გახდა", - აღნიშნულია ანგარიშში.
საია აღნიშნავს, რომ პოლიტიკური მოღვაწეობის ან შეხედულებების გამო, სისხლის სამართლის დანაშაულია.
"ადამიანის დევნა მისი პოლიტიკური მოღვაწეობის ან შეხედულებების გამო, სისხლის სამართლის დანაშაულია. საიას მიაჩნია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიონ მოცემული ფაქტები და, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, დასვან შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემის საკითხი", - აღნიშნავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
შეგახსენებთ, რომ საია-მ კვლევა სამთვიანი პერიოდის განმავლობაში საქართველოს ოთხ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თბილისში ჩაატარა.