საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები უთანასწრო საარჩევნო გარემოს ქმნის. ამის შესახებ ნათქვამია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ ჩატარებული საარჩევნო გარემოს მონიტორინგის ანგარიშში.
საია მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და საკუთრების უფლებებს და სამოქალაქო-პოლიტიკურ აქტივობებს შეზღუდვას უწესებს, რაც ვერ უზრუნველყოფს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების განხორციელებას.
"საარჩევნო კოდექსში, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების განხორციელებას", - მიიჩნევს საია.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკური მოტივით საჯარო მოხელეთა სამსახურებიდან გათავისუფლების კონკრეტულ ფაქტებზე. ასევე საუბარია დაკავების კონკრეტულ საქმეებეც.
შეგახსენებთ, რომ საია-მ კვლევა სამთვიანი პერიოდის განმავლობაში საქართველოს ოთხ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თბილისში ჩაატარა.