დღეს, 4 აპრილს, 18.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკელ და ქართველ სტუდენტებს შორის გაიმართება ვიდეოკონფერენცია თემაზე „მოქალაქეობა დემოკრატიაში - რას ნიშნავს თქვენთვის არჩევნებში მონაწილეობა?" ვიდეოკონფერენციის მიზანია არჩევნებსა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით ამერიკელ და ქართველ სტუდენტებს შორის დისკუსიის გამართვა, სტუდენტებში მოტივაციის გაზრდა და საზოგადოების აქტიურ წევრებად ჩამოყალიბება, საქართველოში IFES-ის და Rutgers-ის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის არსებული ურთიერთობის განვითარება.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან თსუ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, USAID, IFES საქართველო.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპ, ჯავახიშვილის სახელობის დარბაზი