საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და პრივატბანკმა კიდევ ერთ ახალი სერვისი დანერგეს. ამიერიდან მომხმარებლებს საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონებისა და ბიზნესის შესახებ ამონაწერის მიღება პრივატბანკის თვითმომსახურების ტერმინალების მეშვეობით, სწრაფად და მარტივად შეუძლიათ.
მოქალაქეებს საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მისაღებად რეესტრის ოფისებში მისვლა და დროის დახარჯვა აღარ მოუწევთ. მათ საშუალება აქვთ თავიანთ სახლთან ან სამსახურთან ახლოს მდებარე პრივატბანკის ნებისმიერ სერვის-ცენტრს მიმართონ და ქონებისა და და ბიზნესის შესახებ ამონაწერის თვითმომსახურების ტერმინალის მეშვეობით სწრაფად და მარტივად მიიღონ.
პრივატბანკის ტერმინალების უმრავლესობა სადღეღამისოა. ამონაწერის მიღება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, მასობრივი თავშეყრის ადგილებშია შესაძლებელი. ამასთანავე, წლის ბოლომდე პრივატბანკის თვითმომსახურების ტერმინალების რაოდენობა 400-მდე გაიზრდება.
პრივატბანკში ამონაწერის მისაღებად დამატებითი საბუთების წარდგენა საჭირო არ არის. მომსახურეობის საფასურის გადახდისას მოქალაქემ უნდა მიუთითოს პირადი მონაცემები, რეესტრიდან მოთხოვნის დადასტურების შემდეგ მოახდინოს გადახდა ნაღდი ანგარიშსწორებით ან პლასტიკური ბარათის მეშვეობით. მომსახურეობის საფასურის გადახდის შემდეგ მომხმარებელი მიიღებს უნიკალურ კოდს, რომლის მეშვეობით მას შეეძლება რეესტრის ამონაწერი ჩატვირთოს კომპიუტერში და საჭიროების შემთხვევაში ამობეჭდოს ის ბანკის ფილიალში, საკუთარ სახლსა თუ ოფისში.
თანამედროვე საბანკო ტექნოლოგიების დანერგვა მიზნად ისახავს გაუმარტივოს ცხოვრება თითოეულ ადამიანს. საჯარო რეესტრისა და პრივატბანკის ერთობლივი პროექტი სწორედ მომსახურების გამარტივებას და სტანდარტის ამაღლებას ემსახურება.