აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ჯონ ბასი მიიღო. შეხვედრა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. მხარეებმა რეგიონის განვითარებაზე, ამ მიმართულებით უკვე მიმდინარე პროექტებსა და აჭარაში კერძო ინვესტიციების შესახებ იმსჯელეს.
„ლევან ვარშალომიძესთან შეხვედრა რეგიონში ვიზიტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. გავეცანი ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას, მიმდინარე მშენებლობებსა და მის გარემოზე გავლენას. ასევე, ვისაუბრეთ მიმდინარე წელს ოქტომბერში დაგეგმილი საქართველოს საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების თაობაზე, "_ განაცხადა ჯონ ბასმა.