შსს სასაზღვრო პოლიციის N 1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ნაჯაფოვ იბრაჰიმი დააკავა.
აღნიშნული პიროვნება შემდგომი რეაგირებისათვის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) ბათუმის საგამოძიებო-ოპერატიულ განყოფილებას გადაეცა.