დმანისში 27 მამაკაცმა 23 წლის მეუღლე მოკლა. მიზეზი ეჭვიანობა გახდა, ზაირა გულიევა მეუღლესთან და ორ მცირეწლოვანთან შვილთან ერთად სოფელ ჰუსეინქენში ცხოვრობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამედოვი მეუღლეს ხშირად სცემდა, თუმცა ამას არ ადასტურებენ ქმრის ოჯახში. როგორც მამედოვის ახლობლები ჰყვებიან, გულიევა ორი კვირის წინ სახლიდანაც წავიდა მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე ბაქოში გაემგზავრა სამუშაოდ.
მათი თქმით, დმანისში იგი თავს უცხო ოჯახს აფარებდა. ზაირა გიულიევა ახლობლებმა თოკით მიბმული და გაგუდული იპოვეს. მამედოვი დაკავებულია, მან ჩადენილი დანაშაული აღიარა.