დღეს, 4 აპრილს, 17:00 საათზე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში ელდარ ისაკაძის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
საღამოს უძღვება თამაზ ბათიაშვილი. მონაწილეობენ ს.ცინცაძის სახელობის სახელმწიფო ეროვნული კვარტეტი, ნანა დიმიტრიადი, ნათელა კვირკველია, ალექსანდრე გარბერი, მიხეილ ხოშტარია, გიგა თაგაური, ხათუნა თუშმალიშვილი, გიორგი შავრეზაშვილი, ვაჟა კალანდაძე, ზურაბ ხუციშვილი, ლიზი რამიშვილი, მაია მამალაძე და თინათინ ალავიძე.
პროგრამაშია შუბერტის ერთნაწილიანი კვარტეტი c- moll; გ. შავრეზაშვილის "მიძღვნა"; ბეთჰოვენის რომანსი F-dur; კორელის საეკლესიო სონატა ტრიო; პაგანინის "ვარიაციები"; პოპერის "უნგრული რაფსოდია".