ქვესადგურ "ღრმაღელეში" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოს გამო, დღეს, 4 აპრილს, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის და გვაზაურის ქუჩის მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.