დღეს, 4 აპრილს, 13:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში კავკასიის უნივერსიტეტსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტების, პროფესიული მომზადების და განვითრების ხელშეწყობას; ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებას და განხორციელებას; უცხოელ ექსპერტთა მოზიდვას; უახლესი საგანმანათლებლო მეთოდოლოგიისა და თანამედროვე სამეცნიერო კვლევებში მიღებული მიღწევების გაცნობას და დანერგვას.
ღონისძიებას კავკასიის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა დაესწრებიან.