საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავკასიაში რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნების ჩატარებას ეხმიანება. გრიგოლ ვაშაძისთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება სტრატეგიული სამხედრო წვრთნები "კავკასია 2012".
"რუსეთის ფედერაციას დაგეგმილი აქვს სტრატეგიული სამხედრო წვრთნები, რომელსაც ჰქვია "კავკასია 2012". "კავკასია 2012" არის გაცილებით უფრო მასშტაბური კოპიო სამხედრო სწავლებების, რომელიც რუსეთმა 2008 წელს მოაწყო, სამხედრო აგრესიის წინ. ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ მოსკოვს. როგორც თვითონ ამტკიცებენ, ეს არის საშტაბო-სამეთაურო სწავლებები. მოვუწოდებთ, ღიად თქვან, რა მიზანს ემსახურება ამხელა მასშტაბის სამხედრო სწავლებები, თუმცა მოსკოვიდან ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ", _ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
"კავკასია 2012"-ის დაწყება კავკასიის რეგიონში შემოდგომაზე იგეგმება.