4-5 აპრილს პარლამენტში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის ოცდამეცხრამეტე სხდომა გაიმართება.
ღონისძიების მონაწილეებს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სერჰი პოდჰორნი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი მიმართავენ.
შეხვედრებზე საუბარი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 2012 წელს დაგეგმილ ღონისძიებებსაც შეეხება.
შეხვდრის მონაწილეები შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით განცხადებას მიიღებენ.