ხვალ, 4 აპრილს, 12:00 საათზე, ტრასნპორტის პროფკავშირის ხელმძღვანელი პრესკონფერენციაზე განცხადებას გააკეთებს. ბრიფინგი პროფკავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში გაიმართება.
680 დასაქმებული მძღოლიდან 400-ს უმუშევრობა ემუქრება, ამის შესახებ ინფორმაციას ტრასნპორტის პროფკავშირი ავრცელებს. მიზეზად კი ისინი ბათუმის საკრებულოს მიერ 30 მარტს მიღებულ განკარგულებას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც, ბათუმში ჩატარდება ხელახალი კონკურსი კერძო ტრასპორტის (სამარშრუტო ტაქსბის) ხაზებზე.
ტრასნპორტის პროფკავშირში აცხადებენ, რომ ბათუმის მერიის მიერ გამოცხდებული საკონკურსო პირობების გათვალისწინებით მძღოლები და კონკურში მონაწილე სუბიექტები კაბალურ პირობებში ექცევიან. მცირდება სამარშრუტო ხაზები და მარშრუტზე მომუშავე მანქანების რაოდენობა.
"პროფკავშირები კონკურსისთვის მოსამზადებელი პერიოდის 3 თვით გახანგრძლივებას და გარკვეული რეგულაციების შეცვლას ითხოვენ. მათ შორის: კონკურისის პირობების თანახმად ტენდერი სატრანსპორტო ხაზების არენდაზე ცხადდება ერთი წლით, ვითხოვთ გამარჯვებულ კომპანიას ხაზზე მუშაობის უფლება მიეცეს მინიმუმ 3 წლის ვადით. ბათუმის ტრასნპორტის სფეროში დასაქმებულები და პროფკავშირები საპროტესტო აქციას ბათუმის მერიასთან გორგილაძის ქუჩაზე 5 მარტს, 10:00 საათიდან დაიწყებენ. მთავარი მოთხოვნა მუნიციპალიტეტეის ხელმძღვანელებთან შეხვედრა და დიალოგის დაწყება იქნება",- აცხადებენ ტრასნპორტის პროფკავშირში.