ქვესადგურში `ღრმაღელე" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 4 აპრილს 10 საათიდან 15 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და გვაზაურის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.