აუქციონის სახლმა Mullock's გასაყიდად გამოიტანა ნივთები, რომელიც მაჰათმა განდის ცხოვრებას და შემოქმედებას უკავშირდება. აუქციონზე გასაყიდად გამოტანილ ნივთებს შორისაა მაჰათმა განდის მიერ 1890 წელს ლონდონში სწავლისას შეძენილი სათვალეები მრგვალი მინებით, და მაჰათმა გუდჯარატის მშობლიურ ენაზე დაწერილი ლოცვანი.
ასევე იყიდება: წერილები სადაც განდი მის იდეოლოგიას გადმოსცემს, ჩარკჰა- ტრადიციული ინდური სართავი ჯარა, რომელიც დამოუკიდებლობისთვის არაძალადობრივი ბრძოლის სიმბოლო გახდა. ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლოტი ნიადაგიანი ჭურჭელი გახდა.
1948 წლის 30 იანვარს მაჰათმა განდი მის მიმდევრებთან ერთად ერთობლივი ლოცვის დროს დაცხრილეს ფანატიკოს-ინდუისტებმა. დანაშაულის თვითმხილველებმა მოაგროვეს მიწა და ბალახები დანაშაულის ადგილიდან და შეინახეს როგორც რელიქვია.
ინდოეთში, ზოგადად უარყოფითია დამოკიდებულებაა განდის მემკვიდრეობის საზღვარგარეთ გაყიდვაზე. ასე მაგალითად 2009 წელს როცა ნიუ იორკში სავაჭროდ გამოიტანეს მისი ნივთების კოლექცია,ინდოეთის ხელისუფლებაში შეიქმნა სპეციალური კომიტეტი სიწმინდის სამშობლოში დასაბრუნებლად. შედეგად კოლექცია ინდოელმა მილიონერმა ვიჯაი მალიმ შეიძინა- საწყისი ფასი 20-30 ათასიდან მან 1,8 მილიონი დოლარი გადაიხადა.
აუქციონის ორგანიზატორები იმედოვნებენ, გამოტანილი ნივთებისთვის 80 ათას დოლარამდე მიიღონ. აუქციონი 17 აპრილს გაიმართება.