რუსეთის თავდაცვის სამინისტროში 190 მილიონი რუბლის დატაცების ფაქტია გამოვლენილი. რუსული მედიის ინფორმაციით, თანხა ბირთვული იარაღის კომპლექსის განვითარებისათვის იყო გამოყოფილი. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკური უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს.
"სამმართველოს თანამშრომლების მიერ გამოვლენილია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ 190 მილიონი რუბლის დატაცების ფაქტი", _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტში გარეული ყველა პირის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება ამ საქმეშთან კავშირში მყოფი დამატებითი პირების გამოვლენის თაობაზე.