მოსკოვში კაჩალოვსკი ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 17 ადამიანს მიაღწია. მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფრმაციით, ყველა გარდაცვლილი ტაჯიკეთის მოქალაქეა. ისინი ბაზარში მდებარე შენობებში ცხოვროვდნენ და შესაბამისად ღამესაც იქ ათევდნენ.
ხანძარი ბაზრის ტერიტორიაზე ამ დილით გაჩნდა. ხანძრის ფართობი 50 კვ.მ-ია.