"სახალხო კრების" სათავო ოფისმა ახალ მისამართზე განაახლა ფუნქციონირება. ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც სურს მიიღოს მონაწილეობა „სახალხო კრების" საქმიანობაში უკვე აქვს შესაძლებლობა მიაკითხოს „სახალხო კრების" სათაო ოფისს, ახალ მისამართზე, კავსაძის ქუჩა N7, პირველი სადარბაზო, პირველი სართული. ოფისში ყოველდღიურად იმორიგევებენ „სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოსა და კრების „დარბაზის" წევრები. ასევე მათ, ვინც თვლის, რომ მისი უფლებები ილახება შეუძლია მიმართოს „სახალხო კრებას", მათთვის იმუშავებენ უფლებადამცველები და იურისტები, რომლებიც მოქალაქეებს გაუწევენ კვალიფიციურ სამართლებრივ კონსულტაციას ან დარეკონ შემდეგი ტელეფონის ნომრებზე: 218 40 36, 218 40 37.
ოფისი იმუშავებს ყოველ დღე კვირის გარდა 10:00-დან 18:00 საათამდე.
" 2011 წლის 26 მაისის ღამეს ხელისუფლების მიერ ჩატარებული სადამსჯელო სპეცოპერაციის დროს დაილუქა „სახალხო კრების" მთავარი ოფისი. ძიებამ ვერანაირი მტკიცებულება ვერ ამოიღო იმ აფსურდული ბრალდებებისა და ცილისწამებების დასადასტურებლად, რომელთაც „სახალხო კრების"და მისი მომხრეების წინააღმდეგ აცხადებდა კრების დაარსების დღიდანვე. ამის მიუხედავად „სახალხო კრების" მთავარი ოფისი 7 თვის მანძილზე მაინც დალუქული იყო ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ხელისუფლებას დღემდე არ დაუბრუნებია „სახალხო კრების" უკანონოდ ჩამორთმეული ქონება და მთელი ამ პერიოდის მანძილზე „სახალხო კრებას" არ ეძლეოდა ნორმალური ფუნქციონირების საშუალება", - ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც "სახალხო კრებამ" გაავრცელა.