ტაილანდში ხეზე ჩამოკიდებული რუსეთის მოქალაქე იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი ავრცელევს. 66 წლის რუსეთის მოქალაქე საკურორტო რაიონ პხუკეტსჰი ნახეს. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ჩამომხრჩვალს ტანთ მაისური და შარვალი ეცვა და მის გვერდით სკამი იდგა.
სამართალდამცავებმა მისი პირადი მონაცემები გაარკვიეს, თუმცა ამ დრომდე ისინი ამ ინფორმაციას არ ახმაურებენ.
ტაილანდური პოლიცია ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის მოქალაქეს ტაილანდში ყოფნის ვადა მიმდინარე წლის 13 აპრილამდე ჰქონდა. გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის მოქალაქე ჯერ ჩამოახრჩვეს, ხოლო შემდეგ მისი თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს.