გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში შვილებმა 70 წლის მამა სასტიკად ცემეს. ცემის შედეგად დათო რ-შვილმა სხეულის დაზიანებები მიიღო. კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ დაშავებული თბილისში გადაიყვანა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის საავადმყოფოს ექიმმა - რეანიმატოლოგმა ზურა ჯაჯანაშვილმა განუცხადა, დაზარალებულს აღენიშნებოდა ბლაგვი საგნით მიყენებული ტრავმები თავის არეში.
დაზარალებულის მეზობლების თქმით, ზამთარში შვილებმა მამას ჯერ ფეხი მოტეხეს, შემდეგ დასახიჩრებულს საწოლშიც ცემდნენ, ერთი კვირის წინ კი, ნაცემი ქუჩაში დააგდეს. „დედაც ამ დღეში ჰყავდათ. ის სახლიდან გაიქცა და სოციალურად დაუცველთა თავშესაფარში გადაიყვანეს", - აღნიშნეს მეზობლებმა.