სარემონტო სამუშაოების გამო 3 აპრილს 11 საათიდან 17 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: გლდანის VI, VII მიკრორაიონების,ქერჩის, ილორის, სარაჯიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ასევე, ქვესადგურში "ნუცუბიძე" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება ვაკის რაიონის ნაწილს.
შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-14 კმ. მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე კი ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ვაკის და საბურთალოს რაიონების ნაწილს.
შეზღუდვა შეეხება: მიცკევიჩის, ტოროშელიძის, ნუცუბიძის, ზაქარიაძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.