დღეს, 3 აპრილს, 11.00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესტონეთის უნივერსიტეტები ჩაატარებენ საინფორმაციო სესიას "ისწავლე ესტონეტში". სესიაზე წარმოდგენილი იქნება სტუდენტური ფილმები, ფოტოგამოფენები, ღია ლექციები, სემინარები, რომელიც ესტონეტში სწავლის პერსპექტივას ასახავს.
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმებიან თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და ესტონეთის ელჩი საქართველოში ტომას ლუკი. გახსნის ცერემონიის შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში ესტონეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლები გამართავენ ვორკშოფებს.
მასალის გამოყენების პირობები