სარემონტო სამუშაოების გამო 3 აპრილს 10 საათიდან 16 საათამდე ვაკის და საბურთალოს რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: მიცკევიჩის, ტოროშელიძის, ნუცუბიძის, ზაქარიაძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.