რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება შეუძლებელია მოხდეს ნებისმიერ ფასად. ეს ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი მთლიანობის ხარჯზე ვერ მოხდება. აცხადებს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია რადიოსადგურ "ეხო მოსკვისათვის" მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემისას თუ რამდენად შესაძლებლად ეჩვენება მას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენა ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში.
"ბატონი პუტინის პირობებში ან ბატონი მედვედევის პირობებში არ შეცვლილა ფუნდამენტალური დამოკიდებულება რუსეთის ხელისუფლებისა თავისი მეზობლების მიმართ, მათ შორის საქართველოს მიმართ. ჯერ გრძელდება ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, ჯერ არის დამოკიდებულა, რომ უნდა შეიქმნას რაღაც გავლენის სფერო ევრაზიული კავშირი, ძნელი პოზიტიურ ძვრებზე ილაპარაკო", _ აცხადებს ბოკერია და აღნიშნავს, რომ საქართველო ყველა მეზობელთან კეთილმეზობლური ურთიერთობებით დაინტერესებულია.
"მათ შორის რუსეთთან და მას ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთის გარდა. ეს გეოგრაფიაა რომელსაც ჩვენ ვერ შევცვლით. რუსეთი - დიდი მეზობელია. უბრალოდ პრაგმარულად ჩვენს ინტერესებში უნდა იყოს მასთან კარგი ურთიერთობების ქონა, თუმცა ეს ვერ მოხდება ნებისმიერ ფასად - ეს ვერ მოხდება ჩვენნი სუვერენიტეტის, ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი მთლიანობის ფასად", _ აცხადებს გიგა ბოკერია.