საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს 2012 წლის 2 აპრილს ტიუმენის აეროპორტში ავიაკატასტროფის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
შეგახსენებთ, რომ კომპანია "იუტეირის" კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავმა "ATR 72", რომელიც ტიუმენი-სურგუტის რეისს ასრულებდა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აფრენისას ჩამოვარდა.
ბორტზე 43 ადამიანი იმყოფებოდა, ბოლო მონაცემებით გარდაცვლილია 32 ადამიანი, გადარჩა 11, რომელთა უმეტესობა უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. ბავშვები თვითმფრინავის მგზავრებს შორის არ ყოფილან.
ბორტზე მყოფი 43 ადამიანიდან 39 მგზავრი იყო ხოლო 4 ეკიპაჟის წევრი. ეკიპაჟის ყველა წევრი დაღუპულია.