"საპარტნიორო ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას კერძო სექტორის წარმომადგენლებიც დაემატება. მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის დადგენილებაში შევიდა ცვლილები, რომლის მიხედვით, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში კერძო სექტორიდან მოწვეული 4 პირის შევა. საუბარია სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ბანკების ასოციაციის წარმომადგენლებზე. 
ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედიან საქართველოს მთავრობის 4 წარმომადგენელი და კერძო სექტორიდან მოწვეული 4 პირი.
ბრძანებულებაში აღნიშნულია, რომ "სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში კერძო სექტორის წარმომადგენელთა შეყვანის მიზნით, სსიპ - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ა(ა)იპ - საქართველოს ბანკების ასოციაცია ერთობლივად საქართველოს მთავრობას წარუდგენენ 4 შეთანხმებულ კანდიდატს საბანკო-საფინანსო სფეროდან.".
როგორც ცნობილია "საპარტნიორო ფონდი" საქართველოს მთავრობამ დააფუძნა და იმტავითვე მის კაპიტალში „საქართველოს რკინიგზის" 34%-იანი წილის, „ნავთობისა და გაზის კორპორაციის" 14%-იანი წილის, „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" 49%-იანი წილის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" 34%-იანი წილის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" შვილობილი კომპანიის შპს „ქარჩალ ენერჯის" 99%-იანი  წილის ინვესტირება მოახდინა. ფონდის მთავარ მისიას  წარმოადგენს  ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა;  შეფერხებული პროექტის დასრულებისათვის ხელშეწყობა და   განხორციელებული პროექტის განსახელმწიფოებრივება.