ხვალ, 3 აპრილს, 9 წლიანი შესვენების შემდგომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-6 სხდომა გაიმართება.
საქართველოს მხრიდან კომისიის თავმჯდომარეს წარმოადგენს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, ხოლო უზბეკეთის მხრიდან საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების, ინვესტიციებისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე აკმალ კამალოვი.
კომისიის სხდომაზე განხილულ იქნება საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური ურთიერთერთობების ძირითადი მიმართულებები. მათ შორის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური, ტრანსპორტის, ტურიზმის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის, ინვესტიციების და სხვა კუთხით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სხდომის ჩატარება მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია ქვეყანებს შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გაღრმავებისთვის.