პრეზიდენტმა პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე, სამი კანდიდატურა შესთავაზა.
ვაკანტურ თანამდებობაზე თანხმობის მისაღებად წარდგენილი არიან - მომღერალი ზაზა კორინთელი, რომელიც 2007 წლიდან საქველმოქმედო ფონდ ,,წამის,, დამფუძნებელი და პრეზიდენტია. გივი კუბლაშვილი, რომელიც დღეისთვის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული გამგეობის მთავარ სპეციალისტად მუშაობს და გიორგი ჯანოაშვილი, რომელიც ასევე მთავარი სპეციალისტად მუშაობს ვაკე-საბურთალოს რაიონულ გამგეობაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით პარლამენტი უახლოეს დღეებში იმსჯელებს.