"ქართული ოცნების" პრესსპიკერი თქმით, ,,ქართული ოცნება" Forbes Georgia-სთან ურთიერთობის გაგრძელებას არ აპირებს.
"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ თავს შეიკავებს აღნიშნულ გამოცემასთან ურთიერთობაზე მანამდე, სანამ, საზოგადოებას ეჭვი ექნება ამ ჟურნალის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე", _ განაცხადა ფანჯიკიძემ, რომელიც რედაქციაში მიმდინარე ბოლოდროინდელ პროცესებს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.
,,გასული კვირის ერთთ-ერთი აქტუალური საკითი იყო ,,ფორბს ჯორჯიას" ირგვლივ შექმნილი სიტუაცია. მოგეხსენებათ, რომ მთავრი რედაქტორის თანამდებობა დატოვა რეზო საყევარიშვილა ხოლო ამის მიზეზი გახდა ის, რომ ჟურნალის მხრიდან, ჟურნალისტის საქმიანობაში ჩარევის მცდელობა ადრეც იყო, მაგრამ კულმინაციას მიაღწია მაშინ როდესაც უნდა დაბეჭდილიყო ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან. გამომცემლობამ გაავრცელა განცხადება, თითქოს კონფლიქტს ჰქონდა სხვა მიზეზი და არ იყო დაკავშირებული ცენზურასთან. თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს განცხადება არის არაკომპეტენტური და ხელისუფლების მცდელობა რომ კიდევ ერთხელ დაიბლოკოს ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერი აქტიურობა", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯუკიძემ
შეგახსენებთ, რეზო საყევარიშვილმა ჟურნალ ,,ფორბს-ის მთავარი რედაქტორის პოსტი გასულ კვირას დატოვა.