უკრაინის გენპროკურატურამ ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოს მკურნალობის ნება ხარკოვის კოლონიის ფარგლებს გარეთ დართო. ნებართვას ხელი უკრაინის გენპროკურორმა ვიქტორ პშონკამ მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენპროკურატურა ავრცელებს.
"უკრაინის გენპროკურორმა ვიქტორ პშონკამ შესაბამისი განკარგულება გასცა უკრაინის პენიტენციალური სამსახურის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მიიღონ აუცილებელი ზომები იმისათვის რათა მსჯავრდებული ტიმოშენკოს გამოკვლევა და მკურნალობა კოლონიის ფარგლებს გარეთ არსებულ სპეციალიზირებულ კლინიკაში უზრუნველყოფილი იყოს", _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.